1.ხელშეკრულების საგანი

ხელშეკრულების საფუძველზე ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.


2. მხარეები

ხელშეკრულების მხარეები არიან ამანათების კომპანია შპს „ფორსა ექსპრეს“, ანუ ექსპედიტორი და მომხმარებელი, რომელიც კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიწერს პროდუქციას მითითებული www.track.ge ვებგვერდიდან.


3. მომსახურების საფასური

3.1მომსახურების საფასურის დაანგარიშება მოხდება ტვირთის არსებული წონის ან/და მოცულობითი წონის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი წონა უფრო მასშტაბურია ტრანსპორტირების დროს.

3.2მოცულობითი წონის დაანგარიშება მოხდება ტვირთის სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის მიხედვით, შესაბამისი კოეფიციენტის გამოთვლის შემდგომ.


4. ამანათის გაცემა და საფასურის გადახდა

4.1 ოფისიდან ამანათის გაცემა მოხდება შესაბამისი საოფისე სამუშაოს გათვალისწინებით.

4.2 დაუშვებელია სხვა პირზე საამანათო გზავნილის გაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოფისი წინასწარაა ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ამანათის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია წარადგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

4.3 ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოფისი ვალდებულია არ უზრუნველყოს ამანათის გაცემა.

4.4 .მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში.

4.5 .სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.track.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების დარიგებისას შეფერხებებს.

4.6კლიენტი უფლებამოსილია თბილისის საწყობიდან ტვირთი გაიტანოს 2 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიიჩნევა, რომ კლიენტი თანახმაა ამანათი გადასცეს კომპანიას.

4. 7ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში



5. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან

5.1 საწყობში დაზიანებული ამანათის მისვლის შემთხვევაში მასზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და ხდება მისი ფოტოგრაფირება. ამანათი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, მსხვრევადი ნივთების შემთხვევაში მასზე უნდა არსებობდეს შესაბამისი აღნიშვნა. თუკი აღნიშნული წესები არ არის დაცული მაშინ წინასწარ უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას საწყობში ასეთი სახის ამანათის მიღების შესახებ.

5.2 აღნიშნული პირობების დაუცველობის შემთხვევაში კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ზიანის ანაზღაურებაზე.



6. შემკვეთის მოვალეობანი

6.1.ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.

6.2.საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

6.3.ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

6.4.შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

6.5.შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.



7.ექსპედიტორის პასუხისმგებლობა და ზარალის ანაზღაურება

7.1ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის ჩვეულებრივ მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუზღვის რაიმე ბრალი. 7.2 ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია ამანათის დაკარგვით ან დაზიანებით, მხოლოდ მას შემდეგ რაც მოხდება საწყობისათვის მისი ჩაბარება. 7.3 ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დგება საჩივარი და იწყება მოკვლევა ავიაკომპანიაში. კლიენტს ზარალი აუნაზღაურდება მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდგომ. 7.4 ზარალი ანაზრაურდება მიწოდებული ინვოისის შესაბამისად. 7.5 დაზღვევის არსებობისას.მიყენებული ზარალის გამო სადაზღვევო პრემიის მისაღებად, აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7.6 მხარეთა მოქმედებით ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია იტოვებს უფლებას თანხის სრულად ან მისი ნაწილის გადახდის გარეშე არ გამოაგზავნოს საეჭვოან ან/და 15 კგ-ზე მეტი ტვირთი.


8.აკრძალული ნივთები

8.1 აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა: საკვები, ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. ბიო, მაგ.: Zero Gravity და სხვა... არბალეტი, ისრები, მშვილდი, სფრეი, დატუმბული ბალონის ტიპის ნებისმიერი ნივთიერება. ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.), თხევადი სითხე, ელემენტები და მისი შემცველი მოწყობილობები, პორნოგრაფიული სახის პროდუქცია. ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ. ტოქსიკური ნივთიერებები ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე) თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი ე.წ. \'აზბესტი\'–ს შემცველობის პროდუქცია ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ. რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალები და კატალოგები პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონით და მათი აქსესუარები აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები და მათი აქსესუარები ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები. პნევმატური იარაღის დატუმბული CO ბალონები და აქსესუარები. ზოგადად ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი, ნებისმიერი ზომის ნებისმიერი სახის ელექტრო შოკერი

8.2 აღნიშნული ნივთები ამოღებულია ამანათების სიიდან და მათი ტარნსპორტირება დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ზიანის ანაზრაურებაზე.


9. განბაჟება

9.1 კომპანიის მიერ ხდება გამარტივებული დეკლარაცია , რომელიც კომპანიის მიერ გადაეცემა დეკლარანტს იმ შემთხვევაში თუ თანხა არ აღემატება 10 000 ლარს.. ამ თანხის შემდეგ დასადგენია განბაჟებას ექვემდებარება 30 კგ-ზე მეტი 300 ლარზე მეტი ღირებულებისა და კომერციული სახის ტვირთი, რომელსაც შემოსავლების სამსახური თვითონ არჩევს ლოგიკური ეჭვის საფუძველზე.

9.2განსაბაჟებელი საქონლის ინვოისი მოწოდებულ უნდა იქნეს ნივთის ჩამოსვლამდე არა უგვიანეს სამი დღისა. ინვოისში მითითებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის პატრონს. 9.3 ინვოისის არარსებობის შემთხვევაში ტვირთი გადადის შემოსავლების სამსახურის ექსპერტიზაზე და ფასდება მათი ბაზიდან ამოღებული სავარაუდო ფასის მიხედვით. 9.4 ექსპერტიზაზე გაჩერებული ტვირთი აეროპორტიდან თბილისის საწყობში მივა 10 დღის შემდეგ.

10. დეკლარაცია

მომსახურების მიმღები ვალდებულია საამანათო დეკლარაციის მომზადება უზრუნველყოს ტვირთის გამოგზავნამდე 3 კალენდარული დღით ადრე. დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმღებს (კლიენტს). იმ შემთხვევაში თუ ვალდებული პირი არ შეავსებს დეკლარაციას, მისაწოდებელი საქონელი შეფერხდება საქართველოს საბაჟო ტერმინალზე.


11. საკურიერო მომსახურება

11.1 საკურიერო მომსახურებაზე ინფორმაციის გაცვლა ხდება წინასწარ. საკურიერო მომსახურებას განსაზღვრავს საკურიერო კომპანია, შესაბამისად ოფისი არ არის პასუხისმგებელი საკურიერო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ტარიფის ცვალებადობასა და ამანათის ჩაბარების დროზე.

11.2 .კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ.

11.3.ვებ–გვერდიდან მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე, სხვა შემთხვევაში ამანათის გატანა შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.

11.4 .შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში დარეკვით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

11.5 .ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პიროვნება, რომლის სახელი და გვარი აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათს.



12. ამანათის გამოგზავნის გრაფიკი

12.1ამანათები იგზავნება წინასწარ დადგენილი დროის განრიგით. მათი ტრანსპორტირების საშუალო დრო შეადგენს ამანათების გამოგზავნიდან 5-7 სამუშაო დღეს.

12.2 ვინაიდან ავიარეისების განრიგი არის დროში წინასწარ დადგენილი (ფიქსირებული), კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ფორსმაჟორული სიტუაციებით გამოწვეული შემთხვევებისაგან, როგორიცაა რეისების გადადების ან გაუქმების გამო საამანათო გზავნილის დანიშნულების ადგილამდე ჩამოსვლის შეფერხება.



13. დამატებითი შეზღუდვები

13.1 წარმოდგენილი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია ამანათის მიმღები პირის მიერ ხელშეკრულების დარღვევით.

13.2 კომპანია პასუხს არ აგებს შეკვეთილი ნივთის ხარისხთან, ფორმასთან და ვარგისიანობასთან, ასევე სხვა ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც კლიენტს უნდა სცოდნოდა ამანათის მომწოდებელი კომპანიისაგან ხელშეკრულების დადებამდე. 13.3 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

13.4 . ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. (?)



14. კლიენტის პირადი ინფორმაცია

14.1 კლიენტის პირადი ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ინახება კომპანიის კლიენტთა მომსახურების ბაზაში. კომპანია სრულადაა პასუხისმგებელი ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაცვაზე.

14.2 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ბაზაში არასწორადაა დაფიქსირებული, აღნიშნულის თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბაზის რეგისტრატორს.


მადლობა თანამშრომლობისთვის